Friday, October 17, 2008
1პროექტის სახელი: მოგზაურობა-“კულტურული მემკვიდრეობა” 2) პროექტის მოკლე აღწერა: ისტორიულ-გეოგრაფიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. 3) პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ თქმულებას და რეალურ ფაქტებს იმ ადგილებთან დაკავშირებით,მოეწყობა მოსწავლეთა ნახატებისა და ფოტო_ნამუშევრების გამოფენა.ეწყობა ექსკურსიები სადაც მოსწავლეს საშუალება ექნება გამოიკვლიოს და დაწეროს რელიგიური ესეები და მეცნიერული სტატიები,გამოიკვლიონ მისი გავლენა საქართველოზე.თუ როგორ ვრცელდება პროცენტულად მართლმადიდებლობა ქართველ ერზე.აგებენ დიაგრამებს,ცხრილებს (რეგიონის დემოგრაფიული მდგომარეობა,მეურნეობის დარგები,ლანდშაფტის ტიპები). ასევე გაიგებენ რა სახის მაგისტრალებითაა შესაძლებელი ამა თუ იმ რეგიონთან კავშირი(სახმელეთო,სარკინიგზო,საჰაერო) მუზეუმიდან მოიკვლევენ არქეოლოგიურ_ეთნოგრაფიულ მასალას,ასევე დასაშვებია იქაურ ხალხთან შეხვედრა და ინფორმაციის მოძიება ძველი თქმულებებისა და ლეგენდების შესახებ.გაარკვევენ თუ როგორ შენდებოდა ესა თუ ის ძეგლი, არსებობდა თუ არა იქ მანამდე მართლმადიდებლობა ან, სანამ ეს ძეგლები შეიქმნებოდა რომელ კერპებს სცემდნენ თაყვანს. 4) მონაწილეთა ასაკი: 13-14 წლიდან(VIII კლასიდან) 5) ვადები და ხანგძლივობა: 6 თვე (გაზაფხული_ზაფხული) 6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოეწყობა გამოფენა,მოიძიებენ მოსწავლეები ინფორმაციას (ლიტერატურის,მხათვრობის,კინოს თეატრის) და წარმართავენ დისკუსიებს,მოამზადებენ პრეზენტაციებს.გააცნობენ თანატოლებს იმ სიახლეებს რაც უცხო იყო მათვისაც.ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,გაეცნობიან კულტურულ მემკვიდრეობას,გახდებიან კომუნიკაბელურები. 7)მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, რუკების, ცხრილების შედგენის, ორიენტაციის, უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეეცდებიან გაუზიარონ სხვასაც.ისწავლაინ ელეკტრონული Fფოსტის გამოყენებას 8) სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს მიაწვდიან საქართველოს ამა თუ იმ კუთხის გეოგრაფიული და ისტორიული ძეგლების მოკლე აღწერას, მოგზაურობის მარშრუტს, საინტერესო ობიექტების დასახელებას. ყოველივე ეს გამოიწვევს საკუთარი მხარის უკეთ გაცნობას. 9) სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური 10) საგნებთან კავშირი: ისტორია- კულტურული ძეგლების აღწერა, ისტორიული კუთხეების წარმომავლობა და წარსულის ისტორია. გეოგრაფია- ადმინისტრაციულათ კუდთხეების მდებარეობა, ლანდჩაფტის, ნიადაგების და რელიეფის ფორმების აღწერა. ბოტანიკა- ფლორაზე დაკვირვება უცხოენა-უცხოელ მოსწავლეებთან კავშირი (მეტყველების გაუმჯობესება) მათემატიკა- ფართობფის გამოთვლა, პროცენტულობის დადგენა, სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის დადგენა, დიაგრამებით. ხელოვნება- ქართული ტრადიციული სამოსის გაცნობა. მუსიკა- ფოლკლორული ნიმუშების შესწავლა. ქიმია- ქანების, წყლების ქიმიური შემადგენლობა. ფიზიკური აღზრდა- ლაშქრობები. ინფორმატიკა- ვებ-გვერდის, გრაფიკების, ბლოგების შექმნა. 10 11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეა გაფრინდაშვილი გიული მოხევიშვილი სალომე ბობოხიძე 12. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა ტგაპრინდასჰვილი5@გმაილ.ცომ სბობოხიდზე@გმაილ.ცომ ზმოხევისჰვილი@გმაილ.ცომ 13)პროექტის ვებ-გვერდი: სბობოხიდზე.ბლოგსპოტ.ცომ ზმოხევისჰვილი.ბლოგსპოტ.ცომ ტგაპრინდასჰვილი5.ბლოგსპოტ.ცომ
Subscribe to:
Posts (Atom)